USAID- ის მხარდაჭერით ქუთაისში სითითონი გაიმართა
ქუთაისში სითითონი დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და პროექტები.
ორი დღის განმავლობაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში 20-ზე მეტი გუნდი ქალაქში არსებული გამოწვევების კრეატიულად გადაჭრის გზებს ეძებდა.
ჰაკათონის მონაწილეებმა, 36 საათის განმავლობაში, იმუშავეს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე და ჩამოაყალიბეს ახალი, ინოვაციური ხედვები და მიდგომები.
სითითონის მონაწილეებს შეხვდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთო კასრაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე.
“გავეცანი ჰაკათონის მიმდინარეობას, ვესაუბრე მონაწილეებს, რომელთა დიდი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირება, მშენებლობა და ქალაქდაგეგმარება, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, უსაფრთხოების სერვისები,სოციალური მომსახურება - ამ თემებზე სითითონის მონაწილეებმა საინტერესო და ორიგინალური პროექტები წარმოგვიდგინეს. ვულოცავ გამარჯვებულ გუნდებს! მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის პარტნიორებს: USAID-ს, ევროკავშირს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ( GIZ) მხარდაჭერისათვის!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ორდღიანი მუშაობის შემდეგ გამოვლინდა ჰაკათონში გამარჯვებული გუნდები - "პორტალი" ( კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინოვაციური წარდგენა) და " თაიმ თრიფსი" ( საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ მგზავრთა საინფორმაციო უზრუნველყოფა).
რჩეული გამოავლინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა- გუნდი "ქუთაისელი მასპინძელი", რომლის იდეაც თანამედროვე გიდების მომზადების თემას უკავშირდება. გამარჯვებული გუნდები ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.
სითითონი განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში, USAID/Georgia ის მხარდაჭერით.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა