|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის №14 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისის №14 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,  350 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. 
„ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება.
პროექტის განხორციელების შედეგად, ბავშვები უკვე გამართული და კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. 
სარეაბილიტაციო სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის", - ნათქვამია მუნიციპალური ფონდის ინფორმაციაში. 
რეაბილიტირებული სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ დაათვალიერა. 

ავტორი: ნიუპრესი