|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უწყვეტი პროტესტის 150-ე დღე - აქციები ქვეყნის მაშტაბით გაიმართება

 პროტესტის 150-ე დღეს თბილისში „თავისუფლების მსვლელობა“ გაიმართება.მსვლელობა 14:00 საათზე მეტროსადგური დიდუბიდან  დაიწყება პროკურატურის მიმართულებით.

თბილისში ასევე აქციები გაიმართება: 19:00 სთ-ზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან; 20:00 სთ- აქცია პარლამენტთან; 20:00 სთ - პროექტის პრეზენტაცია:ლიტერატურა პატიმრებისთვის, პირველ სკოლასთან;

21:00 სთ- საპროტესტო მუსიკალურო კლიპის პრეზენტაცია: გავიმარჯვებთ ჩვენ პირველ სკოლასთან;

გორი 17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! საკრებულოს წინ

ახალციხე 18:00 - პროტესტი შოთა რუსთაველის ძეგლთან

ბათუმი 19:00 - სამშობლოს სამსახურში! საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ზუგდიდი 19:00 – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ სამხარეო ადმინისტრაციის წინ

თელავი 19:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში მერიის წინ

ქუთაისი 19:00 - კი ევროპას, არა რუსეთს! მერიის წინ

ჩხოროწყუ 20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! მერიის წინ. 

პროტესტის მიზანი ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. 

ავტორი: