|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. 

საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და ტყიბულში, რამდენიმე სოფლის მიმართულებით დროებით გადაადგილება შეზღუდული იყო. თერჯოლის სოფელს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.

იმერეთის მხარეში რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საგზაო მოძრაობა ამ დროისათვის ყველგან აღდგენილია, რაც შეეხება თერჯოლას, იქ სამუშაოები მიმდინარეობს. 

"ამ დროისთვის იმერეთში არც ერთი სოფელი არ არის გარესამყაროს მოწყვეტილი. ასევე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. უამინდობის გამო ელექტროსადენები დაზიანდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში და ამჟამად მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება" - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ავტორი: ნიუპრესი