|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Uzbekitstan Airways ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას გეგმავს - ირაკლი ქარქაშაძე

ავიაკომპანია Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში ოპერირების დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც განიხილავს, - ამის შესახებ  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. 

ის საქართველოში ავიაკომპანია Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელს, სერგეი შიროვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში  ავიაკომპანიის წარმატებულ ოპერირებას.  

,,Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას. ჩვენთვის ნებისმიერი მიმართულება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ცენტრალური აზიიდან  მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიისთვის  საკმაოდ მიმზიდველია. ამის წარმატებული მაგალითია ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 წელზე მეტია 4 მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. იმედი გვაქვს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან განხილვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ახალ ავიაკომპანიას ვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Uzbekistan Airways - უზბეკეთის მთავარი ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით დაფრინავს. მათ შორის მაღალი დატვირთვით ოპერირებს თბილისსა და ბათუმში. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ  Uzbekistan Airways ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით ტაშკენტიდან კიდევ 1 სიხშირეს დაამატებს ფრენებს A 321neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა