|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვაკის პარკში ტრაგედიას 13 წლის გოგო ემსხვერპლა

 თბილისში ვაკის პარკში დღეს ტრაგედია  მოხდა. შადრევანში, რომელიც თბილისის მერმა  გუშინ გახსნა, დღეს  შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რომელთაც დენმა დაარტყა.

13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში  გარდაიცვალა. 2 მოზარდიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა