7 წლის ქუთაისელი ბიჭის ნახატი "საიდუმლო სერობა" პატრიარქის ჟურნალში დაიბეჭდება
ქუთაისელი მხატვრის გეგა სოფრომაძის ნახატი საპატრიარქოს ჟურნალში დაიბეჭდება.
ნახატი "საიდუმლო სერობა" ჟურნალ "ბედნიერი ოჯახისთვის" შეირჩა.
"ჟურნალის რედაქტორის გადაწყვეტილებით, გეგას ნახატი ჟურნალში დაიბეჭდება. "საიდუმლო სერობა" გეგას ნამუშევარია, რომელიც შეირჩა. როგორც გვითხრეს, გეგას გარკვეულ თანხას გადაუხდიან და ეს მისი პირველი ჰონორარი იქნება. ძალიან გვიხარია, რომ ასე მოხდა",-აცხადებს გეგას დედა, ქრისტინე მესხი.
"ვან გეგა"- გეგა სოფრომაძე 7 წლის მხატვარია, მან არაერთი კონკურსი მოიგო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა