ვანი-სულორის გზაზე მეწყერმა გზის სავალი ნაწილი დააზიანა
ვანი სულორის გზაზე მეწყერმა გზის სავალი ნაწილი დააზაინა. სტიქიის შედეგად არავინ დაზარალებულა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე არსებული ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის შესაბამისი სპეციალისტების მიერ მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის დროებითი ღონისძიებები დაიგეგმება.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ნიუპრესი