ვანის მუნიციპალიტეტში „სულორი ჰესის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ადგილობრივები სოფელ სულორში , მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სულორი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. მათ თბილისიდან სამოქალაქოო აქტივისტები და გარემოს დამცველები შეუერთდნენ.
მოსახლეობის თქმით, გარკვეული პერიოდი მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა კი ადგილზე მშენებლობის სამზადისი განახლდა. მათი განცხადებით, აღნიშნული ჰესის აშენების შემდეგ, სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მოსახლეობა კი იძულებული გახდება სოფლები დატოვოს.
ადგილობრივების თქმით, არ სჯერათ "ქართული ოცნების" პირობებში მშენებლობის, რადგან სოფელში ყველა მშენებლობა უხარისხოდ სრულდება.
ავტორი: ნიუპრესი