ვანის საკრებულოს წევრს კობა ძაგნიძეს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა
ვანის საკრებულოს წევრს „ევროპული საქართველოდან“ კობა ძაგნიძეს აღმკვეთის სახით 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალთან დაკავშირევით დუმილის უფლებას იყენებს.
დაცვის მხარე დაკავებულის ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ იძულებას ედავება. საუბარია 16 წლის გოგონას ავტომობილში ჩასმაზე, მას იძულებით გამოართვა ტელეფონი და ითხოვდა კომუნიკაციას. გამოძოება 150-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი