ვანის სასწრაფო დახმარების ცენტრში 17 თანამშრომელი დაინფიცირდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვანის ცენტრში კორონავირუსით 17 თანამშრომელი დაინფიცირდა. დაავადდნენ როგორც ექიმები, ასევე მძღოლები.
ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. კორონავირუსის გამო სამედიცინო დახმარების ცენტრი ორი კვირის განმავლობაში პარალიზებული იყო.
როგორც ცენტრში განმარტავენ, გამოძახებებზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან დადიოდნენ.
ამ დროისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი თანამშრომელი რჩება. რაც შეეხება გამოძახებებს, სასწრაფოს თანამშრომლები განმარტავენ, რომ გამოძახებების რაოდენობა გაზრდილია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა