ვანში "ევროპული საქართველოს" ლიდერი კობა ძაგნიძე არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს
ვანში "ევროპული საქართველოს" წევრი დააკავეს. კობა ძაგნიძეს არასრულწლოვანის მიმართ იძულებას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, მან არასრულწლოვანს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და იძულებით პირად ინფორმაციას თხოვდა.
16 წლის გოგომ პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც კობა ძაგნიძე დააკავეს.
მომხდარზე დაკავებულის ოჯახში საუბარი არ სურთ.
არსებული ინფორმაციით, ის ევროპული საქართველოს ვანის ორგანიზაციის ლიდერია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა