|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის შესასვლელთან ბლოკპოსტი ეწყობა

ამ წუთებში ვანის შესასვლელთან ბლოკპოსტი ეწყობა, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი მოხდება.

ვანის მუნიციპალიტეტში კერძო კლინიკა "ფარმაცია", სადაც ინფიცირებული ქალი რამდენიმე დღის წინ იყო, უკვე დაიკეტა.

ის კლინიკაში ტემპერატურით შევიდა, სადაც გასინჯეს და მკურნალობა დაუნიშეს. რამდენიმე დღეში კი ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კლინიკაში ამ დროისთვის ექიმები არ იმყოფებიან, ერთ-ერთი პირის ინფორმაციით, თანამშრომლები იზოლაციაში არიან გადაყვანილი. 

 შეგახსენებთ, 75 წლის ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ის ქუთაისის ინფექციურ საადმყოფოშია გადაყვანილი.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა