ვანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას 39 წლის კაცი მოკლეს
ვანში 39 წლის დავით ჩხეიძე მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
მათი თქმით, დავით ჩხეიძე საკუთარ კაფეში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოყვა.
გაბრაზებული სტუმარი მოგვიანებით, ახალგაზრდა მამაკაცს ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, დაზიანებული ქონდა არტერია, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი და მკვლელი ერთმანეთს არ იცონდნენ და წარსულში კონფლიქტი არ ქონია. მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება 108-ე მუხლით დაუწყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა