|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დაცული ტერიტოროების სააგენტოს რეინჯერები აიცრნენ

ვაქცინაცია რეგიონებში გრძელდება. ამჯერად, საყოველთაო ვაქცინაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტოროების სააგენტოს რეინჯერები ქუთაისში შეუერთდნენ.

მასშტაბური იმუნიზაციის ფარგლებში 22 თანამშრომელი "სინოფარმითა" და "სინოვაკით" აიცრა.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ვაქცინქციის პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რადგან საყოველთაო იმუნიზაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრულველყოფის მიზნით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი