ვაქცინაციის საიტი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო
„სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. საიტი booking.moh.gov.ge ჩაირთო.
პორტალი გუშინ მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო. და მოქალაქეები ვაქცინაციისათვის საჭირო რეგისტაციას ვერ ახერხებდნენ.
სწორედ გუშინ, 3 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო სინოფარმზე რეგისტრაცია.
ჯანდაცვის უწყებაში საიტის გათიშვის მიზეზად კიბერშეტევა დაასახელეს, რის გამოც შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა