ვარ ქუთაისში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი.- პაატა ზაქარეიშვილი
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ქუთაისში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი იქნება. როგორც თავად აღნიშნა ეს შემოთავაზება მისთვის მოულოდნელი იყო.
„ჩემთან მოლაპარაკებები 9 აგვისტოდან დაიწყო. დავთანხმდი და ვარ ქუთაისში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი. გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია, რამდენიმე დღე ვიფიქრე, შემდეგ მქონდა კონსულტაციები, რამდენიმე ადამიანს შევხვდი, მოულოდნელი იყო შემოთავაზება.
საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მეორე დღიდან მოვუწოდებდი პოლიტიკურ პარტიებს, მომზადებულიყვნენ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩემი, როგორც მოქალაქის პრინციპული პოზიციაა, რომ ყველა არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან არჩევნები უნიკალური მოვლენაა, რომ ცვლილებებს შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ავტორი: