კორცხელში ნაცემი პირის ქუთაისის კლინიკაში გადაყვანას გეგმავენ
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის, ვარადებული ლაშხიას ნაცემმა ძმისშვილმა გუშინ საღამოს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ხელწერილით ზუგდიდის საავადმყოფო დატოვა.
ოჯახი დღეს პაციენტის ქუთაისში გადაყვანას გეგმავს. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ნაცემია ასევე კანდიდატის შვილიც, მათი თქმით, ორივე კორცხელის სკოლის ეზოში ცემეს იქ მყოფმა სპორტსმენებმა. მომხდარზე კი ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



11:46
22:32
19:44
20:45
















