ვარიკოზის მოვლის ორთოპედიული საშუალებები
ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილი, წვისა და სიმძიმის შეგრძნება მრავალი ადამიანის პრობლემაა, თუმცა ხშირად მათ არ იციან, რომ ამ ნიშნების 90% ვენურ დაავადებებზე მიუთითებს. ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა და ხშირ შემთხვევაში ნელა პროგრესირებადი მიმდინარეობა ახასიათებს. ვარიკოზული ვენები შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად და არ გამოიწვიოს გამოხატული დისკომფორტი. თუმცა, დროთა განმავლობაში, თუ დროული მკურნალობა არ ჩატარდა, არსებობს გართულებების განვითარების რისკი. ვარიკოზის სამკურნალო საშუალებების გამოყენებას პროფილაქტიკის მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს პროდუქტი ახდენს:
- ზეწოლას ვენებზე;
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში;
- ამსუბუქებს ვენებისა და კუნთოვანი ტუმბოს მუშაობას;
- ამცირებს გულის დატვირთვას;
- აქრობს ქვედა კიდურებში დაღლილობას;
- ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას.
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ვარიკოზის მოვლის მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ მაღაზიებშია წარმოდგენილი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო ჩულქები - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
- მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
ამ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არსებულ “ახალი ხედვის” მაღაზიებში. ასევე ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე - akhalikhedva.ge
ავტორი: ნიუპრესი