|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვარიკოზული ვენების სამკურნალო წინდები

 ვარიკოზული ვენების სამკურნალო წინდებს ადამიანები იყენებენ მაშინ, როდესაც ქვედა კიდურებში წვისა და სიმძიმის შეგრძნება აწუხებთ. მას აქტიურად ატარებენ სპოტსმენები და ორსულები, თუმცა მაინც მათი ძირითადი მომხმარებლები ვარიკოზით დაავადებული ადამიანები არიან. ეს პროდუქტი ეფექტურია, როგორც  ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ვარიკოზის პრევენციის მიზნით. ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო წინდები ხელს უწყობს:

  • თრომბოზისა და სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკას; 
  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • კომფორტს ხანგრძლივი მგზავრობის დროს;
  • სისხლის შეგუბების შემცირებას;
  • ტკივილისა და დისკომფორტის მოხსნას.

ვარიკოზული ვენების სამკურნალო წინდები არსებობს სხვადასხვა ტიპის, რომელსაც პაციენტები განსხვავებული მიზნებით გამოიყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

მკურნალობისა და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ჯანმრთელმა პაციენტებმა 1 თვის განმავლობაში უნდა ატარონ ვარიკოზული ვენების საპროფილაქტიკო წინდები. ხოლო მათ, ვისაც ლიმფური შეშუპება აქვთ, გაცილებით დიდხანს უხდებათ სამკურნალო კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, ლიმფური დრენაჟის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა