ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს - სალომე ზურაბიშვილი
მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი, ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი არც ივანიშვილს და არც სააკაშვილს არ უნდა გადავაყოლოთ.
„სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა გაკეთებული და ამ რეზოლუციას მოყვა ისეთი შეფასებები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევა საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა.
მე მიმდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლინეთში და შესაძლებელია უკრაინაშიც, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ. თუ არა, არ იქნებოდა დაჩქარებული კანდიდატობის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე. მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ამ კანდიდატურის მხარდასაჭერად.
მე ვთვლი, რომ პასუხისმგებელი ვარ კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ, კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია ამ პროცესის წინ წასაწევად.
მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთის, თუ არა ევროპული მომავალი. არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავაყოლოთ ეს პროცესი, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი