|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვეფხია მესხიას სახლში ჩატარებული ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩენილა

ბრძოლა გრძელდება, ვერანაირი უკანონო ბრალდებებით ჩვენი დაშინება ვერ მოხდება, ტყეს დაუბრუნდება თავისუფლება. ტყე არის ხალხის და არა ერთი კაცის, - აცხადებს საირმის ტყის პროტესტის მონაწილე ვეფხია მესხია გუშინდელ ჩხრეკასთან დაკავშირებით. 
როგორც მან აღნიშნა, პოლიციას მის სახლში რაიმე უკანონო ნივთი არ უპოვია. 
„გუშინდელ ჩხრეკასთან დაკავშირებით, ღამის 2საათზე პოლიცია მივიდა ჩემს რეგისტრირებულ მისამართზე, სადაც წლებია იქ აღარ ვცხოვრობ. რეალურად ჩხრეკა ჩატარდა დღის 11 საათიდან ჩემს ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე. თანამშრომლებმა გაგვაცნეს ჩვენი უფლებები, არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი დაპირისპირება, ისინი იყვნენ თავაზიანები და ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. შედეგად ამოღებული იქნა ჩემს სახელზე რეგისტრირებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. შემდეგი ჩხრეკა ჩატარდა ჩემს მამა-პაპისეულ საცხოვრებელ სახლში, კურორტ საირმეში, სადაც არანაირი კანონსაწინააღმდეგო საგანი არ აღმოჩენილა. ჩხრეკის საფუძველი გახლდათ, კურორტ საირმის მიერ დაწერილი საჩივარი, (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) თითქოს მე, ვეფხია მესხია, დავემუქრე მათ რეინჯერებს, რაც აბსოლიტურად გამორიცხულია. დაკითხვის ეტაპზე გამომძიებელმა განმიმარტა, რომ იარაღები განთავსდება პოლიციაში გამოძიების დასრულებამდე.
ბრძოლა გრძელდება, ვერანაირი უკანონო ბრალდებებით ჩვენი დაშინება ვერ მოხდება, ტყეს დაუბრუნდება თავისუფლება.
ტყე არის ხალხის და არა ერთი კაცის", - აცხადებს მესხია. 

ავტორი: