|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Veli.store - ფასის, ხარისხის და საუკეთესო სერვისის სინთეზი ერთ სივრცეში

როდესაც რაიმე ნივთის შეძენას გეგმავთ, თუმცა კონკრეტული ბრენდი ან მოდელი გადაწყვეტილი არ გაქვთ, ბუნებრივია მის შერჩევას ისეთ მაღაზიაში განიხილავთ, სადაც ფართო არჩევანია. მრავალფეროვანი არჩევანი როგორც წესი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ნივთები ერთმანეთს ფასისა და სხვადასხვა მახასიათებლების გათვალისწინებით შეადარონ და ოპტიმალური არჩევანი სწორედ ისე გააკეთონ. 

 

სწორედ ასეთი, მრავალფეროვანი, ფართო არჩევანია veli.store-ზე, ინტერნეტ მაღაზიაში, სადაც უამრავი სახეობის ნივთი, თითოეული მათგანი კი მრავალფეროვანი არჩევანით, ბრენდების და სპეციფიკაციების მიხედვით, არის წარმოდგენილი. ველი სთორი თქვენთვის, თქვენი ოჯახის თითოეული წევრისთვის, სახლისთვის, ავტომობილისთვის, ეზოსთვის, შინაური ცხოველებისა თუ ფრინველებისთვის გთავაზობთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კი შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ განსაკუთრებულ დღეებში დაგჭირდეთ. 

 

საოჯახო წვრილი ტექნიკა, სმარტ მოწყობილობები, სმარტფონები და მისი აქსესუარები, დინამიკები და სხვა, ყველა სახის ტექნიკა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის; საინტერესო, კლასიკური და თანამედროვე წიგნები თქვენთვის, ასევე შემეცნებითი, საკლასო და კლასგარეშე წიგნები თქვენი პატარებისთვის; გრილი, აუზები, შეზლონგები, ჰამაკები, ავეჯის კომპლექტი ეზოსთვის და გამწვანების მოსავლელად საჭირო ინსტრუმენტების თუ სარწყავების მრავალფეროვანი არჩევანი; სხვადასხვა სახის სავარჯიშო მოწყობილობები და ნივთები, ძალისმიერი ვარჯიშისთვის, თავისუფალი წონით ვარჯიშისთვის, იოგისთვის, ბავშვებისთვის საჭირო ნივთები და სხვა. აგრეთვე, veli.store, როგორც ქართული სპორტის გულშემატკივარი,  ექსკლუზიურად წარმოადგენს მერაბ დვალიშვილის მერჩს. მერაბ დვალიშვილი „The Machine“ ერთ-ერთი იმ ქართველთაგანია რომელიც UFC (Ultimate Fighting Championship) წარმატებულად ასპარეზობს. მისი მონაპოვარი ზედიზედ 7 გამარჯვება (3 ნოკაუტი) და 2 მარცხია. მისი გუნდი კი ყველასთვის ცნობილი Serra-Longo Fight Team-ია, ხოლო მისი მწვრთნელები Ray Longo და Matt Serra.

 

მოკლედ, როგორც ხვდებით, veli.store-ზე რადიკალურად განსხვავებული ნივთების აღმოჩენა შეგიძლიათ, რაც ნიშნავს იმას, რომ თავიდან შეგიძლიათ აირიდოთ სხვადასხვა ნივთებისთვის სხვადასხვა მაღაზიებში სიარული. საბოლოო ჯამში კი შეძლებთ დაზოგოთ დრო, ენერგია და ფულიც კი, გამომდინარე იქიდან, რომ ველი მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებებითა და აქციებით მუდამ ანებივრებს. 

 

ყველა სხვა დანარჩენთან ბენეფიტთან ერთად, ველი სთორის უპირატესობა ისაა, რომ მას უფასო და საკმაოდ მოსახერხებელი მიტანის სერვისი აქვს. შეძენილ ნივთებს ველის კურიერი თბილისსა და მის გარშემო 13 ლოკაციაზე, მხოლოდ 3 საათში მოგიტანთ. 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა