ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა - ბუდუ ზივზივაძე
ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფუხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გერმანულ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არა რუსეთს და ყველაფერ იმას, რაც რუსეთისკენ მიგვაქანებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო -
არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
საქართველოს გზა ევროპაშია.
ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა. პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.
მე ვარ საქართველო!", - წერს ბუდუ ზივზივაძე.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა