|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - იენს სტოლტენბერგი

ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება  ერთ კვირაში სურდა,  თუმცა ომიუკვე  მე-13 კვირა მიმდინარეობს.  

„ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა: მას დასახული მიზნების ერთ კვირაში მიღწევა ჰქონდა დაგეგმილი, ახლა კი ომის მე-13 კვირა მიმდინარეობს და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ხარკოვიდან და ჩრდილოეთ უკრაინიდან. თუმცა, ომები არაპროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, დანამდვილებით როდის და როგორ დასრულდება ეს ომი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ნატოს ორი ამოცანა აქვს.

„არავინ იცის, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს, მზად იყვნენ ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის და მომარაგების უზრუნველყოფისთვის. უკრაინაში ნატოს ორი ამოცანა აქვს. პირველი ამოცანა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაა, მეორე ამოცანა კი ომის ესკალაციის არდაშვება. ნატოს მთავარი ვალდებულება ყველა მოკავშირე ქვეყნის, ნატოს ქვეყნებში მცხოვრები მილიარდი ადამიანის დაცვაა. ამისთვის საჭიროა, რომ ომის ესკალაცია არ დავუშვათ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა