|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიდეო რეგისტრატორი და მანქანის მტვერსასრუტი - რჩეული ავტო პროდუქტები

ყველა ჩვენგანს დღის მანძილზე უამრავი სარეკლამო შეთავაზება ხვდება ნებისმიერ სივრცეში, გარეთ, ინტერნეტში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ვებსაიტზე და ა.შ.

როგორც ირკვევა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით ავტო აქსესუარები სარგებლობს. მათ შორის გამორჩეული 2 პროდუქტი გახლავთ, მანქანის მტვერსასრუტი და ვიდეო რეგისტრატორი, რომელთა შეძენის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები გადავწყვიტეთ ქვემოთ მოგაწოდოთ.

მანქანის მტვერსასრუტი, იგივე ხელის მტვერსასრუტი განსაკუთრებით პოპულარული ბაზარზე ბრიტანული Ring-ისა და ცნობილი ამერიკული ბრენდის, Black & Decker-ის გამოჩენის შემდეგ გახდა.

ორივე ეს კომპანია ავტო აქსესუარების მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლებად მიიჩნევიან და საქართველოში მათი პროდუქცია ძირითადად ცალკეული შოურუმებისა და ინტერნეტ მაღაზიების მეშვეობით იყიდება.

მათი შერჩევისას, გირჩევთ ძირითადი ყურადღება ფასსა და ფუნქციონალზე გაამახვილოთ. როგორც წესი, ძირითადი განსხვავება მოცულობასა და სიმძლავრეშია და ფასთა შორის სხვაობაც ამ მიზეზით აიხსნება, თუმცა ასევე არსებობს უსადენო მოდელები, რომელთა ღირებულებაც შედარებით მაღალია. რეკომენდირებული ფასი, რომლის გადახდასაც გირჩევთ, საშუალო სიმძლავრისა და სრულიად დამაკმაყოფილებელი მტვერსასრუტის ყიდვის სურვილის შემთხვევაში 120-150 ლარი გახლავთ.

გადავიდეთ მეორე პოპულარულ პროდუქტზე და დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ დღევანდელ ბაზარზე მანქანის ვიდეო რეგისტრატორი ძირითადად განვადებით იყიდება და ამის მიზეზი შედარებით მაღალი ფასია.

რეგისტრატორებზე არსებულ მოთხოვნას იმ ავტომობილების სიმრავლე განაპირობებს, რომელთაც უკანა ხედვის კამერა არ გააჩნიათ და ამ ფუნქციით აღჭურვილი რეგისტრატორი პარკინგის გამარტივების შესანიშნავი საშუალებაა. ამას გარდა ეს მოწყობილობა გიცავთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, იწერს რა (შესაბამისი პარამეტრების გაწერის შემთხვევაში) მანქანის გარშემო ყველაფერს ავტომობილის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი და რაც ასევე საინტერესოა, ძალიან გამოსადეგია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

ბაზარზე გვხდება სამი ტიპის რეგისტრატორები:

  • მხოლოდ წინა კამერით - რომელიც უბრალოდ იწერს მოძრაობის დროს
  • უკანა ხედვით - წინა ფუნქციას დამატებული პარკინგის რეჟიმის აქტივაცია
  • 3 კამერით - წინა, უკანა და სალონის ხედვა, ამათგან პირველი და ბოლო ჩაწერის ფუნქციით

გარდა ტიპისა, რეგისტრატორები განსხვავდება ფორმის მიხედვითაც. კერძოდ, არსებობს სარკეზე დასამაგრებელი და წინა საქარე მინისთვის განკუთვნილი მოდელები. 

ჩვენი რჩევა, რომელიც საშუალო ფასსა და ძირითად, გამოყენებად მახასიათებლებს მოიცავს, მეორე ვარიანტის, მხოლოდ წინა და უკანა ხედვით აღჭურვილი მოდელის შეძენას გულისხმობს, სარკეზე დასამაგრებელი მოწყობილობით, რომლის ფასიც 180-დან 200 ლარამდე მერყეობს.

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა