„ვინტო” -მ ქუთაისში „ვისოლი"-ს ავტოგასამართ სადგურზე ავტომომსახურების ცენტრი გახსნა
ვინტო"-მ ქუთაისში, ნიკეას ქ. #16-ში მდებარე „ვისოლი"-ს ავტოგასამართ სადგურზე, ავტომომსახურების ცენტრი გახსნა.
„ვინტო“ „ვისოლ ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანიაა, რომელმაც ავტომომსახურების ბაზარზე 13 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ ოპერირება განახლებული ბრენდით განაგრძო. მე-14 მომსახურების ცენტრი, რომელიც უკვე ქუთაისშია, მომხმარებელს განახლებული ბრენდის ღირებულებებითა და განვითარების თანამედროვე ხედვით, ავტომომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
„დღეს ქუთაისში “ვინტო"-ს მორიგი, მე-14 სერვის ცენტრი გავხსენით. ადგილობრივ მოსახლეობას და კორპორატიულ მომხმარებელს ვპირდებით იმ სერვისების მიწოდებას, რომელიც ქალაქში მანამდე არ არსებობდა. დღეიდან უკვე შეუძლიათ გვესტუმრნონ, მიიღონ ჩვენი ხარისხიანი მომსახურება და მაღალი ხარისხის პროდუქცია. „ვინტო“ 20-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის პროდუქტებს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრანგული „ტოტალის“ და პოლონური „ორლენის“ საავტომობილო ზეთები, ფინური „ნოკიანისა“ და იტალიური „პირელის“ საბურავები, ბულგარული „მონბატის“ აკუმულატორები და ა.შ. ბევრი სიახლე გვაქვს. ვაპირებთ, მომხმარებელს აქცია შევთავაზოთ. პირველი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით ქუთაისელ მომხმარებელს 25% -იანი ფასდაკლება ელის „ვინტოს“ მომსახურების ახალი ცენტრის პროდუქტებსა და მომსახურებებზე“, - აცხადებს „ვინტოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ხოდელი.
ახალგახსნილ ობიექტზე ახალი სამუშაო ადგილებია შექმნილი და პროფესიონალთა გუნდის თითოეული წევრი მზადაა, რომ მომხმარებელს „ვისოლთან“ ერთად მომსახურების მრავალფეროვანი გამოცდილება შესთავაზოს.
„ქუთაისის ფილიალში ამ ეტაპზე 5 ადგილობრივი თანამშრომელი დავასაქმეთ. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ახალი სამუშაო ადგილების დამატება და შექმნა დაგვჭირდეს. რაც ბუნებრივად ნიშნავს, რომ ცენტრში ისევ ადგილობრივები დასაქმდებიან“, - აღნიშნა ნიკოლოზ ხოდელმა.
„ვინტო"-ს ავტომომსახურების ცენტრმა პირველ მომხმარებელსაც უმასპინძლა და საკუთარი სერვისი შესთავაზა.
„ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს შეუძლია, მოვიდეს და მისთვის სასურველი სერვისი მიიღოს. ასევე, მულტიფუნქციური ადგილი იძლევა იმის საშუალებას, რომ მანქანაში საწვავიც ჩავისხათ, სწრაფი სერვისიც მივიღოთ და ყავაც მივირთვათ“, - აცხადებს „ვინტო"-ს სერვისის მომხმარებელი გიორგი სულაქველიძე.
„ვინტო“ „ვისოლ ჯგუფი"-ს ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და ერთგულ მომხმარებლებს საავტომობილო პროდუქტის შეძენასა და მომსახურებაზე -10%, -12%, -15% ფასდაკლებით სარგებლობის და ბონუს ქულების დაგროვების საშუალებას აძლევს. დაგროვილი ქულების გამოყენება „ვისოლი"-ს საწვავზეც შესაძლებელია.
კომპანია ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და წლის ბოლომდე ახალ ობიექტებს ბათუმში და თელავშიც გახსნის.
ავტორი: ნიუპრესი