ვირუსით ინფიცირების გამოვლენილ შემთხვევათა 67 პროცენტი გრიპის შემთხვევებია - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ცირკულირებს ე.წ. ჰონკ-კონგის ვირუსი, რომელიც უფრო გადამდებია.
„ცირკულირებს H3N2 ტიპის ვირუსი, რომელსაც „ჰონკ კონგის“ ვირუსსაც უწოდებენ, ეს არის A ტიპის ვირუსის სახეობა, რომელიც სწრაფად ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა ვირუსი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, პრევენციისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სავაჭრო ცენტრებში რეკომენდირებულია სამედიცინო პირბადის გამოყენება.
გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.


19:04
11:43
















