|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის გადაუხადა ქორწილი ზურა შევარდნაძემ და რა გახდა "გარდენიას" დალუქვის მიზეზი?

გაივსო ბაღი და სახლი სამართალდამცავებით, პატრულის თანამშრომლებით, ჟურნალისტებით. ბარე ხუთჯერ მეტნი იყვნენ ერთად აღებული,  ვინემ ჩემი სტუმრები, - ზურა შევარდნაძე გარდენიას დახურვის ისტორიის  იხსენებს. ის მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს.  
 
"ყვავილებზე, ბროწეულებზე, შემოდგომის ყვითელ ფოთლებზე, ძველ გურულებზე ვერ დავიწყებ წერას მანამდე, სანამ ამხელა ემოციის შემდეგ, არ ვიტყვი რა იყო და როგორ. გულწფელად გამომდის ხოლმე მოყოლა და ახლაც ასე შევეცდები.
ნიუ იორკიდან ჩამოფრინდა ჩემი ორი მეგობარი, გიორგი და რადმილა, საქართველოში ჯვრის დასაწერად, ჩემთან დაბინავდნენ. მთხოვეს,  რომ სვეტიცხოვლიდან მოვიდოდნენ 20 სტუმრით.
ვერ ვუთხარი უარი. ლამაზი სუფრა გავუშალე ჩემ საკუთარ სახლში და არა საჯარო სივრცეში გარდენიაში. სახლი იურიდიულადაც ჩემი პირადი საკუთრებაა და გამიჯნულია ბაღისაგან რეესტრშიც ასეა გატარებული. ყველა სტუმარი იყო პისიარ ტესტით შემოწმებული.
რა თქმა უნდა გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, ფოტოების, ვიდეოების გადაღებასაც არავინ მორიდებია.
ძალიან მალე ატყდა რაც ატყდა, გაივსო ბაღი და სახლი სამართალდამცავებით, პატრულის თანამშრომლებით, ჟურნალისტებით. ბარე ხუთჯერ მეტნი იყვნენ ერთად აღებული ვინემ ჩემი სტუმრები. ძალიან გავნერვიულდი, ძალიან. ვფიქობ გადაამეტეს.
რათქმაუნდა დავარღვიე კანონი, რათქმაუნდა რეგულაცია დავარღვიე და ვუმასპინძლე სტუმრებს. ამიტომ ჯარიმაც გადავიხადე და ოთახიც დალუქეს. ზუსტად მაქვს გაცნობიერებული რამხელა საფრთხის ქვეშ ვართ ყველანი მაგრამ ზრდილობასა და პასუხისმგებლობას შორის გაძრომა არ ყოფილა იოლი საქმე, მე ამჯერად არ გამომივიდა. უსიამოვნებაში ჩავაგდე სტუმრებიც და საკუთარი თავიც.
რაც მოხდა მოხდა, იმედი მაქვს არავინ დავაზიანე და დავაზარალე, მე კი ჩეთვის ჩემი დასკვნები გავაკეთე, მაგრამ ალბათ სხვებისთვისაც ჭკუს საწავლი იქნება ეს ამბავი და ჩემსავით არ შეცდებით.
ჩემს მეგობრებს სიხარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ რასაკვირველია, გაფრინდნენ უკვე.
მე კი,  თქვენი ნებართვით გავაგრძელებ მყნობას, დარგვას, თესვას, მივხედავ ბაღს.."- წერს შევარდნაძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, 2 დღის წინ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია შევარდნაძე“ დროები ილუქება. გარდა ამისა, ტერიტორიის მფლობელი 2000 ლარით დაჯარიმდა. 

ავტორი: ნიუპრესი