|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში -ლაშა ჟვანია

„ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, საომარი მდგომარეობაა ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთის ფრონტზე არის საბრძოლო მოქმედებები, რაც შეეხება  ისრაელის ცენტრალურ ნაწილს, – თელ ავივში და მის მიმდებარე ქალაქებში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესები აღდგენილია. თუმცა ეს ომის, რომელიც 2 და 3 თვეში არ დასრულდება.

„ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე იყოს გაძლებაზე ამ სტრესში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში. ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს. „აირზენას“ მიერ ფრენების აღდგენა-არ აღდგენა არ მგონია, პანაცეა იყოს. მთავარია, პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით არის“, – განაცხადა ჟვანიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი