"ვითხოვ შენდობას" -ჭიათურის ტაძრის წინამძღვარი თადეოზ სარალიძე
ჭიათურის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება. ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზის ქაგადება, სადაც იოს ამბობს, რომ ბავშვი თუ უღირსი უნდა გაიზარდოის, სჯობს ის ადრეულ ასაკში დაიღუპოს და ასე სასუფეველში შევიდეს. დეკანოზის ამ ქადაგებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი