"ვითხოვთ მოპარული არჩევნების დარუნებას" - აქცია ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან
ხმაური და ხალხმრავლობაა ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
"ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა და მოვითხოვთ მოპარული არჩევნების დარუნებას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათივე მტკიცებით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ თითქმის ყველა ოქმი გადაიწერა.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















