ვიზეარს უფასო ხელბარგის ახალი პოლიტიკა აქვს
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir ხელბარგის ახალ პოლიტიკას აცხადებს, რომელიც ყველა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთი ერთეული დიდი ზომის ხელბარგით დამატებითი მოსაკრებლის გადახდის გარეშე იმოგზაურონ.
მგზავრები ბილეთის შეძენის შემდეგ უფლებამოსილნი არიან, თან ჰქონდეთ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომაა 55x40x23სმ და რომლის წონაც არ აღემატება 10 კილოგრამს. ამასთან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, აეროპორტის ”Duty free” მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია თვითმფრინავის ბორტზე აიტანონ.
“პრიორიტეტული ჩასხდომის უფლებით მოსარგებლე მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ კიდევ ერთი დამატებითი ხელბარგი აიტანონ ბორტზე, რომელსაც განათავსებენ სავარძლის ქვეშ. ასეთი ბარგის მაქსიმალური ზომაა 40x30x18 სმ. აღნიშნულით სარგებლობა შეუძლიათ მგზავრებს, რომლებიც WIZZ Go, WIZZ Plus და WIZZ Privilege Pass სერვისებით სარგებლობენ. პრიორიტეტული ჩასხდომის უფლება მგზავრებს ასევე საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ჩასხდომისას რიგში დგომის აუცილებლობა“, - განმარტავენ ავიაკომპანიაში.
ავტორი: ნიუპრესი