|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ვკვდები როგორც ქალაქი" - ქუთაისში 24 დეკემბერს აქცია-პერფორმანს გამართავენ

"ვკვდები როგორც ქალაქი..." - ასეთი სათაურით გაიმართება პერფორმანსი ქუთაისში ხვალ 24 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ.

აქცია სამოქალაქო მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ინიციატივით იმართება. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ მართულ "ქართული ოცნებას", სიმბოლურ სირცხვილის დერეფანში გაატარებენ.

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. აქტივისტები ამბობენ, რომ საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგად ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობით მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რეგიონების მიმართ ხელისუფლების დანაშაულებრივ პოლიტიკას და ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მოითხოვენ. პერფორმანსის სათაურის ინსპირაცია მიშა ჩარკვიანის გახმაურებული სპექტაკლი „ვკვდები, როგორც ქვეყანა" გახდა.

ავტორი: