ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადებას - რიონის ხეობის მცველები თბილისში გამოჩნდნენ
რიონის ხეობის მცველები” აცხადებენ, რომ თბილისში როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, პატრიარქის მოწოდებით ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
„ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადებას და გვინდა მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პოზიცია. აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ძალადობის”, - აცხადებს მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.
საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებული განცხადებები 29 ივნისს და 3 ივლისსაც გაავრცელა. მათში ნათქვამი იყო, რომ „ღირსების მარშს“ „ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს“ და იგი არ უნდა გაიმართოს. ანალოგიური განცხადება გააკათა მოძრაობამ "რიონის ხეობის გადარჩენისათვის".
შეგახსენებთ, თილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებმა დღეს პარლამენტის წინ არსებული კარვები დაარბიეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს და ის არსებული სხვა სიმბოლიკა გაანადგურეს. ფიზიკურად დაუპირისპირდენ ჟურნალისტებს, დაშავებულია მედიის 15-ზე მეტი წარმომადგენელი.
ავტორი: ნიუპრესი