|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წადი, გაგვანებე თავი! - გოგი წულაია ციხიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გოგი წულაია, რომელმაც ციხეში აპოლიტიკური პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" დააფუძნა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მისი მთავარი მესიჯი თვითმმართველობების გაძლიერება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯებებაა. მთავარ პრობლემად კი პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილუს მართველობას მიიჩნევს და ოლიუგაქქს პენსიაზე წასვლისაკენ მოუწოდებს. 

"უნდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება და თუ გვინდა, რომ ქვეყანა გადარჩეს კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს.

ბიძინა ივანიშვილს ვეტყვი, გაქვს საკმარისი ფული, ხარ იმ ასაკში, რომ შეხედე ევროპელ პენსიონერებს, დადიან მსოფლიოს ათვალიერებენ, გაქვს ეგ ფული, წადი ინდონეზია ნახე, წადი ეგვიპტის პირამიდები ნახე, წადი რა წადი, წადი და ვსიო წადი. გაგვანებე თავი შეგვეშვი და მადლობელი დავრჩებით, თორემ მოგიწევს გაგდება, მოგიწევს ქონებების დათმობა",- ამბობს წულაია "მთავართან" სატელეფონო კომენტარის დროს.

გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედებისათვის ედება, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა