წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ავტომანქანა დაწვეს
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი დაწვეს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ წალენჯიხა ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია, რომელიც რეფორმებს ახორციელებს და ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, სისტემიდან გამორჩეული გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა.
ხარჩილავას განცხადებით, მანქანა გამართული იყო და ამიტომ ის თვითაალებას გამორიცხავს.
გია ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა