|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წარმატებული აკრობატები ქუთაისიდან (ვიდეო)

ქუთაისის აკრობატთა კლუბის წევრები საერთაშორისო ტურნირებზე გამოდიან. მათი ერთ-ერთი  მწვრთნელის როზა სუპატაშვილის თქმით, გოგონები ორი წელია  ერთად ვარჯიშობენ. მათ უკვე მიაღწიეს წარმატებას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც. აკრობატ გოგონათა გუნდმა მონაწილეობა სატელევიზიო პროექტ- „ნიჭიერშიც“ მიიღო და მაყურებლისა და ჟიურის  მოწონება დაიმსახურა.

გოგონები მიზნად უფრო დიდ წარმატებებს ისახავენ. მიღწეულ შედეგს კი მათ მწვრთნელებს, როზა სუპატაშვილსა და პაატა უგულავას  უმადლიან.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი