|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წარმოუდგენელია ემსახურო ქუთაისს 2 ათას ლარად - მერების ხელფასები ორმაგდება

წარმოუდგენელია ემსახურო ქუთაისს, უზარმაზარი ქალაქია,  2 ათას ლარად, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მერების ხელფასები, რაც 1800- 2000 ლარს შეადგენს,  მცირეა და მომავალი წლიდან გაორმაგდება. 

"მერების ხელფასები შეადგენს 1800- 2000 ლარს, ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას 2022 წლის იანვრიდან.

ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ჩვენ გავზრდით, გავაორმაგებთ ხელფასებს.

წარმოუდგენელია ემსახურო ქუთაისს, უზარმაზარი ქალაქია, ბათუმს,  2 ათას ლარად"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი