წელის ორთოპედიული ქამრები
თანამედროვე ცხოვრებაში წელის ტკივილი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. განსაკუთრებით საგრძნობლად იმატა ტანდეგობის დარღვევის მქონე ბავშვთა რიცხვმა. უმეტესად დარღვევები ძვლოვან სისტემას არ ეხება, მაგრამ გამოხატულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სისუსტე. ტკივილი წელის არეში, ძირითადად, დამახასიათებელია მათთვის, ვისაც საათობით კომპიუტერთან ჯდომა უწევს და უმოძრაო ცხოვრების სტილი აქვს. გარდა ამისა, ეს პრობლემა უკავშირდება ხერხემლის პათოლოგიებს, ჭარბ ფიზიკურ დატვირთვასა და სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას. წელის ტკივილის შესამცირებლად იყენებენ წელის ორთოპედიულ ქამრებს. მათი ტარება რეკომენდირებულია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:
- რადიკულიტი;
- ხერხემლის პათოლოგიები;
- ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
- სპონდილოზი;
- კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება;
- წელკავი და სხვ.
წელის ორთოპედიული ქამრების დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდებისა და საერთაშორისო მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- წელის ბანდაჟი - ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. აღნიშნულ მოდელს ხშირად იყენებენ რევმატული ტკივილის დროსაც. კორსეტი ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- ზურგის კორსეტი - ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი - გააჩნია პლასტმასის ჩანართები, რომელიც უზრუნველყოფს ზურგის მიდამოს იმობილიზაციას. დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან. გამოიყენება პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს.
სასურველი მოდელის შერჩევა კომპანიის სამედიცინო მაღაზიებში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი, ასევე მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ავტორი: ნიუპრესი