წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 311 ადამიანი ემსხვერპლა
2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 311 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში სულ ქვეყანაში 4 076 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 114 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 5 352 ადამიანი.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში 8 081 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 37 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 149 ადამიანმა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 294 შენობა-ნაგებობა განადგურდა.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის კვარტალში სამ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია 14 დანაშაული და აქედან შსს-ს მიერ 8 საქმეა გახსნილი.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, 2023 წლის სამ კვარტალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 5 920 შეადგინა. აქედან 4 977 ქალია, ხოლო 943 – მამაკაცი.
ავტორი: ნიუპრესი