წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა "ნატოს" გემები დაათვალიერეს
საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2), ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 სტუდენტის ესტუმრა.
შენაერთის შემადგენლობაში არის საფლაგმანო ხომალდი - ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი).
ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორივე გემი დაეთვალიერებინათ და ეკიპაჟის წევრებისაგან გემის ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ სრული ინფორმაცია მიეღოთ.
სტუდენტების შეკითხვებს მეზღვაურებმა ამომწურავად უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.
"ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას "- განაცხადა იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ავტორი: ნიუპრესი