|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებებზე პირველ საერთაშორისო კონფერენცია იმართება

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად ბავშვთა უფლებებზე პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს, რომლის მიზანია გამოცდილების გაზიარება ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლების შესახებ მომავალი სპეციალისტებისა და პროფესიონალების გაძლიერებისთვის. 

კონფერენციის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნას, რომელიც საინფორმაციო ჰაბი იქნება და ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების და დაინტერესებული პირების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებებზე.

კონფერენციაზე საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ისაუბრა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნის მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილებაზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი