|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერტილოვანი შეზღუდვები იქნება - ამირან გამყრელიძე

წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ  იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, შეზღუდვები იმერეთის და აჭარის სოფლებს შეეხება. 

„წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა - ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც" გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა. რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები ამ სოფლების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი