ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჭიათურაში, სოფელ ჯვარი ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ბავშვი მამასსთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა, მამა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივების თქმით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევა კვირას, 9 აპრილს მოხდა. დაღუპული ბიჭუნა ლექსო ჩავლეიშვილია.
ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს შსს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

15:46
10:15
11:28
















