ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანიას შორის მედიატორის როლი მერმა იკისრა
ჭითურაში გაფიცულ მაღაროელებს ქალაქის მერი შეხვდა. მერიის წინ შეკრებილებმა მერს მათი მოთხოვნა გააცნეს.
გივი მოდებაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მედიატორის ფუნქციას შეასრულებს. შეისწავლის მათ მოთხოვნებს და მაქსიმალურად ჩაერთვება პროცესის გადაჭრის გზების ძიებაში.
განხილვაში ჩართულია პროფკავშირები, რომლის წარმომადგენელიც ამ წუთებში მერს გაფიცულების მოთხოვნებს აცნობს.
მაღაროელების თქმით, კარგია, პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი დათმობაზე არ წავლენ და შესაძლოა, ორშაბათიდან რადიკალურ ზომებს მიმართონ.
შეგახსენებთ, ჭიათურაში მეორე დღეა მაღაროელები გაიფიცნენ. კომპანიამ მათ ხელფასის 250 ლარით გაზრდა შესთავაზა, რასაც ამ ეტაპზე არ თანხმდებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი