|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში “კვირას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

უცნობმა პირებმა ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგიორც ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი აცხადებს, ამ დრომდე დაკითხვაზე ჭიათურის პოლიციაში იმყოფებიან.

“ჭიათურაში სიუჟეტისთვის მასალების მოსაგროვებლად ჩამოვედით. ხალხი ჩავწერეთ და ერთ-ერთ რესპონდენტთან რომ მივდიოდით, რომელთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები,  უცხო მანქანა აგვედევნა. მომენტალურად უმატებდნენ სიჩქარეს და იმიტაციას აკეთებდნენ, თითქოს გვეჯახებოდნენ. დანიშნულების ადგილას რომ მივედით, ეს უცხო პირები უცებ გადმოცვივდნენ მანქანიდან და ჩვენი მისამართით გინება დაიწყეს. ვცდილობდით, ჩვენი საქმე შეგვესრულებინა, თუმცა ხელს გვიშლიდნენ მიზანმიმართულად. როდესაც ჩემმა ოპერატორმა სანდრომ კამერა ჩართო, მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულები”, – ამბობს ანუკა ლიპარიშვილი. 

 "ნიუპრესი" სოლიდარობას უცხადებს მედია ჯგუფს.

 

ავტორი: ნიუპრესი