ჭიათურაში თბილისიდან დაკრძალვაზე ჩასულ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში. სოფელ ითხვისში ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახში თბილისიდან იყო ჩასული და ექვს აპრილს მეზობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
როგორც ინფიცირებულმა მამაკაცმა განაცხადა, ის მხოლოდ სამძიმარზე იმყოფებოდა და სარიტუალო სუფრას არ დასწრებია. მისი ინფორმაციით, შეხება ქონდა მეზობლებთან, თუმცა კონტაქტები დიდი არ არის. მან ასევე გვითხრა, რომ მას ვირუსი გუშინ დაუდასტურდა და თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
მისი თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე განცხადებით, სწრაფი ტესტით შეამოწმეს მისი ოჯახის წევრი და მას ვირუსი არ აღმოაჩნდა.
რაც შეეხება მეზობლებს, ისინი, სავარაუდოდ, თვითიზოლაციაში არიან. სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და გამოვლენილია კონტაქტები.
იმერეთის გუბერნატორის თქმით, ჭიათურაში ჯერჯერიბოთ ზომების გამკაცრება არ იგეგმება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი