|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურელი მაღაროელები გაფიცვას არ წყვეტენ და ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ

ჭიათურაში მაღაროლეთა აქცია გრძელდება. გაფიცულები მეორე დღეა მერიის მიმდებარედ არიან შეკრებილი. ისინი ხელფასების 50%-ით მომატებას ითხოვენ.

მათი თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, მათი ანაზღაურება მინიმალურია. მათი განმარტებით, პროტესტს მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აგრძელებენ. ამ ეტაპზე მაღაროელებისთვის კომპანიის შემოთავაზება მიუღებელია.

შეგახსენებთ, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაფიცულებს ხელფასის 250 ლარით მატება და დღესასწაულებზე გარკვეული დანამატი შესთავაზა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი