|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ - სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

ჭიათურელი მაღაროელები 19 ივნისიდან შიმშილობენ. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლებაა. მოშიმშილეთა შორისაა დაკავებული მერაბ სარალიძეც. „დღეს პროტესტის 124-ე და შიმშილობის 13-ე დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება. პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.
დღეს უკიდურესი ფორმის პროტესტს კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა — ამჟამად შიმშილობს 7 ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი. მირზა ლოლაძე , გოგა აბესაძე , შავლეგი გოგსაძე
შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე , სიმონ მიქაცაძე ჯანო ლაბაძე , მერაბი სარალიძე (ციხეში).
ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი — იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო. შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე. თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს!“, - წერს „მაღაროელი“.
 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა